среда, 26 февраля 2014 г.

მეცხრე დღე


  •      დღევანდელი  დღე ბოლო დღეა  ტრენინგის კიდევ ერთხელ   გადავხედეთ            პროექტის პორტფოლიოს. 
  • შევისწავლეთ  პიკასას ალბომი და  შევქმენით  ჩვენი პროექტისათვის.
  • მოვახდინეთ ჩვენი  პროექტების პრეზენტაცია, ბოლოს შევაჯამეთ ტრენინგი და მოვახდინეთ რეფლექსია ბლოგზე.
  • დღევანდელი  დღე ბოლო დღეა  ტრენინგის ძალიან გული მტკივა რომ ტრენინგი    დამთავრდა, ძალიან კმაყოფილი მივდივარ  იმიტომ, რომ  ძალიან ბევრი რამ შევისწავლე,   ყოველი დღე  ნაყოფიერი და  ძალზე შრომატევადი  იყო. დიდი მადლობა ჩვენს საყვარელ და ენერგიულ ტრენერს ქეთი ცერაძეს! წარმატებებს, ჯანმრთელობას  და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ. 

воскресенье, 23 февраля 2014 г.

მერვე დღე



  • გავიმეორეთ წინა დღის მასალა
  • განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუშები და შევქმენით ჩვენი პროექტის შესაბამისი გზამკვლევები
  • გადავხედეთ პორტფოლიოს ჩეკლისტს
  • ავტვირთეთ ჩვენი პორტფოლიო დრაივში  

суббота, 22 февраля 2014 г.

მეშვიდე დღე



  • დღე ჩვეული თანმიმდევრობით,  მასალის გამეორებით დავიწყეთ
  • პროექტისათვის  ყველა საჭიროების  გათვალისწინებით  შევქმენით და ჩვენს პორტფოლიოში შევინახეთ  განსაკუთრებული საჭიროებისა და ნიჭიერი მოსწავლეებისათვის    დამხმარე მასალა.
  • დავხვეწეთ და უფრო სრულყოფილი გავხადეთ  პროექტის გეგმა
  •  ბოლოს მოვახდინეთ რეფლექსია ბლოგზე

воскресенье, 16 февраля 2014 г.

მეექვსე დღე



  •  დღე ძალიან  შრომატევადი იყო   . პირველ რიგში გავიმეორეთ წინა დღის მასალა  
  • განვიხილეთ  მოსწავლის  სავარაუდო ნაშრომები
  •  ვიმუშავეთ  მოსწავლის  ბლოგზე, დავამატეთ გვერდები და გაჯეტები
  • შევქმენით  მოსწავლის პრეზენტაცია  და შევინახეთ  ჩემს პორტფოლიოში,  მოსწავლის ნამუშევრებში.



пятница, 14 февраля 2014 г.

მეხუთე დღე



    დღე დავიწყეთ ისევ გამეორებით, შევედით   www.  yutube.com-ში დავათვალიერეთ ვიდეო ფაილები, შევარჩიეთ სასურველი ვიდეო, ვისწავლეთ ემბედ-კოდის მოძებნა, დავაკოპირეთ და გადმოვიტანეთ ბლოგზე.





воскресенье, 9 февраля 2014 г.

ტრენინგის მეოთხე დღე


  •   ტრენინგი    ჩვეული თანმიმდევრობით,   წინა მასალის გამეორებით დავიწყეთ
  •  შემდეგ განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები და ავირჩიეთ ჩვენთვის სასურველი.
  • შევქმენით და  გავაფორმეთ  პორტფოლიოს  პრეზენტაცია
  • მოვახდინეთ პრეზენტაციის   ატვირთვა ბლოგზე.



суббота, 8 февраля 2014 г.

ტრენინგის მესამე დღე

  •   ტრენინგი დავიწყეთ  წინა მასალის გამეორებით
  • დავადგინეთ ჩვენი პროექტისთვის შესაბამისი სტანდარტი 
  •  შევიმუშავეთ პროექტის მიზნები
  • განვიხილეთ და ავარჩიეთ პროექტისათვის  მიმართულების მიმცემი  საკვანძო შეკითხვები 
  •  მოვახდინეთ რეფლექსია ბლოგზე